მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - ამინდი ევროპის ქვეყნებში
1751126406
ბათუმში არსებული რამდენიმე სავაჭრო ცენტრიდან, "ბათუმი მოლიდან", "გრანდ მოლიდან", "მეტრო მოლიდან" და "ბათუმი პლაზადან" ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შენობაში სავარაუდოდ ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა.
"ბათუმში, მოლები ჩაკეტეს, გარეთ გამოგვიშვეს და სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადეს ყველა სახალხო თავშეყრის ადგილას... მოსალოდნელი ტერაქტის გამოო, მოლის დაცვამ გვითხრა და სასწრაფოდ დაგვატოვებინეს შენობა მომუშავე პერსონალის ჩათვლით ყველას"
,,პრაიმტაიმი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ცნობისთვის: გუშინ, ბათუმის აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
ასევე ნახეთ:
მამაკაცი ორთვიანი კომიდან საყვარელი კერძის ხსენებაზე გამოვიდა - უცნაური ფაქტები მედიცინის ისტორიიდან