პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრები ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პოზიტიური და პროდუქტიული იყო - ქეროლაინ ლევიტი

კაროლინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები დაასრულა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა დაასრულა შეხვედრები ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან. ორივე შეხვედრა პოზიტიური და პროდუქტიული იყო“, – წერს ლევიტი სოციალურ ქსელში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჯერ უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლა, ხოლო შემდეგ – ისრაელის პრემიერ-მინისტრს. შეხვედრები მედიისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მათ სხვა საკითხებთან ერთად, „პეტრიოტის“ სისტემების წარმოების ლიცენზიები განიხილეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდნენ.