29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
1785260233
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ამჟამინდელი ვითარება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას ახდენს.
მისივე თქმით, შესაძლოა, ამ მოცემულობამ რუსეთის პრეზიდენტს „რაღაც სარისკო ნაბიჯის“ გადადგმისკენ უბიძგოს.
აღნიშნული განცხადება სიკორსკის მხრიდან იმ ფონზე გაკეთა, როდესაც არსებობს შეშფოთება, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინიდან კონფლიქტის დასავლეთის მიმართულებით კიდევ უფრო გავრცელებას გეგმავდეს.
„რუსეთის ეკონომიკა უკვე განიცდის ზარალს. რუსებს აღარ შეუძლიათ თავი მოაჩვენონ, თითქოს ეს რაღაც გარე, სპეციალური სამხედრო ოპერაციაა. ავადმყოფი ადამიანი იარაღით, მაინც შეიარაღებული ადამიანია. სწორედ ამიტომ ვხარჯავთ ამდენ ფულს თავდაცვაზე, რათა პუტინი დავარწმუნოთ, რომ პოლონეთთან ნებისმიერი კონფლიქტი მას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე მისი დანაშაულებრივი ომი უკრაინასთან“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.
სიკორსკის განცხადებით, პუტინის შესაძლებლობები იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ყველას ეგონა, თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის განზრახვები კიდევ უფრო უარესია.
„ის აშკარად არასწორად არის ინფორმირებული. მას აშკარად არ აქვს რეალისტური წარმოდგენა საკუთარ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეთანხმებაზე წავიდოდა“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, სიკორსკი იმედოვნებს, რომ რუსეთი უკრაინაში „დანაშაულებრივ თავგადასავალს“ იქამდე დაასრულებს, ვიდრე მოსკოვისთვის ძალიან გვიანი არ იქნება“.