სამართალი ურმით დადისო და სამართალმა იზეიმა - ილია ჯიშკარიანი

ილია ჯიშკარიანი

სამი წელი გავიდა, სამართალი ურმით დადისო და სამართალმა იზეიმა, - ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტები მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას შეეცადნენ, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს.

„მოუთმენლად ველოდი გამართლებას იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტებით ვისაუბრეთ, ფაქტებით ვიშრომეთ ამდენი ხნის განმავლობაში, სამი წელი გავიდა, სამართალი ურმით დადისო და სამართალმა იზეიმა. პოლიტიკური დისკრედიტაციას, რომელსაც შეეცადნენ ალბათ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები, ნაწილობრივ მიაღწიეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად გულდაწყვეტილი იმაზე ვარ, რომ ჩვენმა ოჯახმა ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა, მამაჩემმა თვალის ჩინი დაკარგა“, - განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.