პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
სხდომის მიმდინარეობისას ილია ჯიშკარიანმა მოსამართლეს სიტყვით მიმართა და უთხრა, რომ სურს მალე დასრულდეს სასამართლოში მიმდინარე საქმე, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ოპერაცია ესაჭიროება.
„ოპერაცია მჭირდება, აგერ მაქვს ცნობები, თავს კი არ გაცოდებთ“, - უთხრა ილია ჯიშკარიანმა მოსამართლეს.
ჯიშკარიანის საქმეზე მომდევნო სხდომა 20 მაისს 17 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.