პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის სასამართლო სხდომას დღეს მისი მეუღლე, ნანა გვენცაძე და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ, ნანა გვენცაძემ მცირე კომენტარი გააკეთა.
„ძალიან დავიღალე, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ახლა. მე სიკეთეს ველოდები, ასეთი განწყობა მაქვს და პირველივე დღიდან ასეთი განწყობა მქონდა“, - უთხრა ,,პრაიმთაიმს“ ილია ჯიშკარიანის მეუღლემ.
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.