სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლა - დაკავებულია ერთი პირი

დაკავება

პროკურატურამ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

,,საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი სხვადასხვა უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამში 581 237 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს, რაც ფიქტიურად დაარეგისტრირა სხვადასხვა მოქალაქის სახელზე. უკანონო გზით მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მან აღნიშნული მიწის ნაკვეთები ოჯახის წევრის სახელზე გადააფორმა, რის შემდეგაც ნაწილი მათგანი გაასხვისა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა აიღეს

უბედური შემთხვევა ფოთში - კაცი ზღვაში დაიხრჩო

"ნათია ცოცხალია და ვინც ის გაიტაცა, ციხეშია" - გაუჩინარებული გოგონას დედა

VIDEO: „ეუფ, რა ბიჭია ყველანაირად“ - ქართველი წყალბურთელის შესრულებული „იაგუნდი“ ინტერნეტს იპყრობს

VIDEO: გიორგი ანწუხელიძის ქალიშვილისა და ვახტანგ გზირიშვილის დისშვილის ამაღელვებელი დუეტი