გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, „TOYOTA“-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ავტომანქანის ძრავის აალების დაბალხარისხიან სანთლებს ფუთავდა „TOYOTA“-ს მუყაოს კოლოფებში, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა მის მფლობელობაში არსებულ, ქ. თბილისში მდებარე ავტონაწილების სავაჭრო ობიექტიდან.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საერთო ჯამში 611 ერთეული „TOYOTA“-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული აალების სანთელი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.