1744748868
საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდისა და უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდისა და უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით,ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" გავლით, გადმოიტანეს უაქციზო ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა საქონელი. დეკლარაციაში კი ყალბი მონაცემები ჩაწერეს.
საქონლის ჯამური ღირებულება 230 000 ლარზე მეტია.