„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
საფრანგეთში კბილის ჯაგრისების ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს. ავტომობილში მათ 65 შეკვრა კბილის ჯაგრისი და შოკოლადები აღმოაჩნდათ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ავტომობილი, რომლითაც 50 წლამდე მამაკაცები გადაადგილდებოდნენ, 9 სექტემბერს სუპერმარკეტის ძარცვის საქმეში ფიგურირებდა და პოლიცია ეძებდა. მამაკაცების ამოცნობა მარკეტთან დაყენებული ვიდეო კამერების ჩანაწერებით გახდა შესაძლებელი.
როგორც მედია წერს, ისინი იპარავდნენ ელექტრო კბილის ჯაგრისის თავებს, იმისთვის, რომ საქართველოში გაეყიდათ.
