„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ნინი შერმადინი, იტალიაში, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილის ქურდობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მომღერლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ოღონდ მანქანის ქურდი ქართველი არ იყოს და თუ გინდა ნახევარ სიცოცხლეს დავთმობ! ბიჭი საქართველოს მსოფლიოს აცნობს და აყვარებს და ჩვენ თუ მას ესე ვექცევით, მართლა მრცხვენია, ყველას მაგივრად.
დიდი იმედი მაქვს, რომ ქურდი ქართველი არ იქნება", - წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნეაპოლის მახლობლად მდებარე ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს.
ქურდებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.