პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საბერძნეთის პროკურატურამ 73 წლის ქართველ კაცს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ქმედებასა და იარაღის უკანონო ტარების გამო, ბრალი წარუდგინა.
ბერძნული მედიის ცნობით, ასაკოვანი კაცი დრამის მუნიციპალური ბაღის მიმდებარედ არასრულწლოვანს თავს დაესხა.
მათივე ცნობით, 73 წლის კაცი მაშინვე შენიშნეს დრამის პოლიციის თანამშრომლებმა და ადგილზე დააკავეს.
„კუპატაძე დილარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იმის დასადგენად, განახორციელა თუ არა 73 წლის ქართველმა სექსუალური ძალადობა სხვა არასრულწლოვანებზე. პოლიცია სთხოვს ნებისმიერს, ვინც რაიმე იცის მის შესახებ, დაუკავშირდეს მათ ინფორმაციისთვის“, - წერს ბერძნული მედია.
ამავე სტატიაში წერია, რომ ინფორმაციის მიმწოდებლის ანონიმურობა და კომუნიკაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული.