"დედის საფლავზე დადის, რომელიც თვითონ მოკლა..." - ქართველი ბალერინას ტრაგიკული ისტორია
1732684222
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზედაც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებები უნდა განიხილონ.
„ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომლებსაც ევროკავშირთან ინტეგრაცია სურთ“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი რთული იყო, თუმცა მხარეებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს.
„ეს იყო მოლაპარაკებების რთული პროცესი.
მინდა მასში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადავუხადო. ჩვენ საბოლოოდ შევძელით კომპრომისის მიღწევა. ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს.
ევროპარლამენტში ჩვენ ასევე განვიხილეთ ის თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ. ჩვენ გვქონდა სამართლიანი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.