რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? - მათემატიკური მოდელის პასუხი
1761326600
ისინი ასულდგმულებენ, ისინი უგდებენ მათ საკენკს, თუნდაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების ნაწილშიც მაქსიმალურად მანიპულირებენ ამით - ხელის გადაგრეხის პრინციპი აქვთ, შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, რათა ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ბრიუსელიდან მომდინარე რიტორიკაზე საუბრისას.
იგი საუბრისას ქუჩის აქციების საკითხს შეეხო.
„თვითონაც ხედავენ, 4 ოქტომბერს რევოლუცია დააანონსეს და ბოლოს, აგერ 20 დღის თავზე 50 კაცი დარჩათ რუსთაველის გამზირზე. ახლა ამით მანიპულირებენ, რომ მაქსიმალურად ქუჩაში გამოიყვანონ. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ აქტივისტს ბრიფინგზეც კი წამოსცდა, რომ ეს ყველაფერი სტიმულს გვაძლევს, როდესაც ევროპიდან მსგავსი მესიჯები მოდისო.
ვერ გადაუწყვეტიათ, ჩვენ გვასანქცირებენ, თუ ქართველ ხალხს ასანქცირებენ. უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ასანქცირებენ ქართველ ხალხს. თავის დროზე იძახდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით ეს ყველაფერი ჩვენ მივეცით ქართველ ხალხსო. თუ დასანქცირება უნდათ, ჩვენ დაგვასანქცირონ მაღალი თანამდებობის პირები და რაც აჩუქეს ქართველ ხალხს, დაუტოვონ და შეეშვან - ამას ვამბობ ყოველთვის“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
მისივე თქმით, აქციაზე მყოფი 50 ადამიანი რომ ქუჩას გადაკეტავს, ამით პოლიტიკური სურათი ვერ შეიცვლება. „ადგილზე სამართალდამცველები სწორად მუშაობენ“.
„შემდეგ, როდესაც ვაკავებთ ადამიანს, რომელიც ქუჩას გადაკეტავს, ან ამის შესაბამისი მოცემულობა არ არის, შემდეგ არქმევენ პოლიტპატიმარს და არის აჟიოტაჟი ატეხილი ისევ ელჩებისგან“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.