1728312638
როგორ დააღწია ციხეს თავი ვენერა ობოლაშვილმა
ვენერა ობოლაშვილს მარია არზამასევას მკვლელობისთვის და თაღლითობის რამდენიმე ეპიზოდზე შეკრებითობის პრინციპით 32 წელი ჰქონდა მისჯილი.
როგორც ცნობილია, სასჯელის შეკრების ეს პრინციპი გაუქმდა და ობოლაშვილს უმაღლესი სასჯელი 17 წელი პატიმრობა განესაზღვრა.
რის შემდგომაც ისევე როგორც ყველა პატიმარს მასაც შეეხო ამნისტია, 1/4-ით შეუმცირდა სასჯელი, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წელი და მან რამდენიმე კვირის წინ დატოვა საპატიმრო.
69 წლის ქალი 3 ადამიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
იგი 2009 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს.
საქმის მასალების მიხედვით, 1984 წელს ვენერა ობოლაშვილმა მოკლა მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი 1941 წელს დაბადებული იური იურკინი და მისი ბინა 4000; აშშ დოლარად გაყიდა.
2008 წელს მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 1956 წელს დაბადებული ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.
2009 წელს მოკლა 1930 წელს დაბადებული მარია არზამასევა და მისი ბინა 20 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.
ობოლაშვილს სასამართლომ 2010 წელს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.