პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
9 მარტს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში „კანონიერი ქურდების“ შეკრება გაიმართა, რომელსაც არაერთი ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ესწრებოდა. შეხვედრის ინიციატორი ტარიელ ონიანი გახლდათ, რომელიც ამ დღისთვის სტამბოლში საგანგებოდ, დუბაიდან ჩავიდა.
ქურდების გასაიდუმლოებული შეკრების დეტალებმა რუსულ მედიაში გაჟონა, სადაც წერენ, რომ ტარიელ ონიანს სურდა დაეფიქსირებინა თავი, როგორც ქურდული სამყაროს უპირობო ლიდერი. ის გამოვიდა ინიციატივით, რომ კლანებს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება დასრულდეს, ქურდულმა სამყარომ იმოქმედოს კოორდინირებულად საერთო ინტერესის გათვალისწინებით. ასეთივე ინიციატივა, ცოტა ხნის წინ ციხიდან წერილობით გაავრცელა შაქრო კალაშოვმა და როგორც ირკვევა, მისი რეალიზება, ონიანმა გადაწყვიტა, რომელიც მზადაა უარი თქვას შურისძიებაზე „კანონიერი ქურდების“ იმ დაჯგუფების მიმართ, რომლებმაც თავი დროზე ხელი მოაწერეს მისი ლიკვიდაციის გეგმას.
კრიმინალურ სამყაროში ეს შესაძლოა ისტორიული შეხვედრაც ყოფილიყო, რომ არა ლაშა შუშანაშვილი, იგივე „ლაშა რუსთავსკი“. ონიანის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე შუშანაშვილის ე.წ. ბერძნული კლანი დემონსტრაციულად არ ჩავიდა, ისევე როგორც სტამბოლში ჩასვლაზე უარი თქვეს იტალიასა და რუსეთში მყოფმა „კანონიერმა ქურდებმა“. პრესა წერს, რომ ლაშა შუშანაშვილი, რომელიც ამჟამად საბერძნეთის ციხეში იხდის სასჯელს, დიდი შერიგების წინააღმდეგი და მკაცრი წესების მომხრეა, ანუ ფიქრობს, რომ შეცდომები არავის უნდა ეპატიოს.
შუშანაშვილის კლანის მოულოდნელი დემარშით უკმაყოფილო დარჩა „ტარო“, რომელიც სტამბოლიდან კვლავ დუბაიში დაბრუნდა. არ გამორიცხავენ, რომ ამ ფაქტმა კრიმინალურ სამყაროში, სისხლიანი დაპირისპირების მორიგ რაუნდს ჩაუყაროს საფუძველი, ვინაიდან ტარიელ ონიანი პირველობას ასე მარტივად არ დათმობს.