პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2014 წლის რუსული "სახელმძღვანელოს" მიხედვით, უკრაინის ერთ-ერთ რეგიონში, ხერსონში, "რეფერენდუმი" უნდა მოეწყოს, რათა ადგილობრივებმა "სახალხო რესპუბლიკის" დაკანონებას ხმა მისცენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელ twitter-ში ავრცელებს.
ის წერს, რომ ე.წ. რეფერნდუმზე ხალხის მხარდაჭერის მიღების შანსი ნულია, ხოლო რუსეთს აღნიშნული გეგმის შემუშავებისთვის დამატებითი სანქციები დაუწესდება.
"2014 წლის სახელმძღვანელოს მიხედვით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ხერსონში „სახალხო რესპუბლიკის“ მოჩვენებითი „რეფერენდუმის“ ჩატარებას.
ხალხში მხარდაჭერა ნულის ტოლია, ამიტომაც არის ფიქცია.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ამ გეგმების შემუშავებისთვის შესაძლებელია უფრო მკაცრი სანქციების დაწესება.
ხერსონი სამუდამოდ იქნება უკრაინა." - წერს კულება.