ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ამ წუთებში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დღეს 8 მოწმე გამოიკითხება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც ბადრი ესებუამ თავი ბანკში მიაყვანინა, იმ დღეს დეტალურად იხსენებს.
მისი თქმით, ბადრი ესებუა მოულოდნელად გზაზე გადაუდგა მაშინ, როცა ის სამსახურისკენ გადაადგილდებოდა, მასთან ერთად, დაახლოებით, 5 წუთი იმგზავრა და ყველა მითითება შეასრულა, რასაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ნიღბიანი მამაკაცი ეუბნებოდა.
„გაჩერება არ მინდოდა მანქანის, მაგრამ წინ დამიდგა და ჩაჯდა. რომ ვკითხე, რა ხდება მეთქი, გზას უყურე, წინ იყურეო. ისევ ვკითხე, ვინ ხართ მეთქი, იგივე გამიმეორა. ვფიქრე თანამშრომელია, ღონისძიებიდან არის, კითხვებისგან თავი შევიკავე და გზა განვაგრძე. თბილისის ქუჩისა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე რომ მივედით, თვითონ მითხრა, რუსთაველის ქუჩით მევლო. მითხრა, ბანკის მიმართულებით აუხვიეო. ბორდიული იყო, სად ავიდე, ხალხი მოძრაობს მეთქი, აგრესიულად მითხრა. ბანკის კართან გადმოვიდა, ხელში ყელყუმბარა ეჭირა. რომ გადმოვიდა, რამდენჯერმე გაისროლა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი შოკი. ერთადერთი, რაც მომაფიქრდა, წავსულიყავი სამსახურში და ხელმძღვანელობისთვის მეცნობებინა ეს ყველაფერი. ჩემთვის შოკი იყო.“ - ამბობს მოწმე.