1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის ბრალდებულმა ბადრი ესებუამ უარი განაცხადა, რომ მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას.
ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გააჟღერა.
ალექსანდრე კობაიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზი ბადრი ესებუასთან დამშვიდობების შემდეგ დატოვა.
დარბაზიდან გასვლის შემდეგ მედიასთან კომენტარში ალექსანდრე კობაიძემ თავისი აცილების გადაწყვეტილება ესებუაზე განხორციელებულ ზეწოლას დაუკავშირა.
ალექსანდრე კობაიძე ბადრი ესებუას საქმეში 20 თებერვლიდან ჩაერთო. მანამდე და ახლაც ბრალდებულის ინტერესებს იცავენ ადვოკატები იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე სხდომა დაზარალებულთა გამოკითხვით გრძელდება.
მეოთხე დაზარალებულის მურმან ბულიას დაკითხვით სხდომა დასრულდა.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.