1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 16 საათზე გაიმართება. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.
ადვოკატის იოსებ ჯანაშიას ცნობით, პროცესზე მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება.
ასევე მისი თქმით, ის განცხადებას გააკეთებს ესებუას იმ ადვოკატებთან დაკავშირებით,რომლებმაც ამ დღეებში სხვადასხვა სახის ინფორმაცია გააჟღერეს.
„ესებუას უფლებებს დავიცავთ მე იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია. რაც შეეხება ადვოკატებს ალექსანდრე კობაიძეს და მემანიშვილს, ბადრი ესებუა უარს აცხადებს მათ მომსახურებაზე. ამის შესახებ სხდომაზე გავაკეთებ განცხადებას",- ამბობს ადვოკატი იოსებ ჯანაშია.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.