პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გოგოლის ქუჩაზე 36 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღმკვეთ ღონისძიებაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ლაშა კლდიაშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ დაკავებულის გათავისუფლების შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობს.
დაცვის მხარე სლავა აგუნავას 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
„მისი გადაწყვეტილებით, ამ გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ. ამ ეტაპზე, ბრალთან მიმართებაში პოზიციას არ აფიქსირებს, თუმცა იგი ბრალდებულის სახით გამოკითხული არ ყოფილა,"-აცხადებს სლავა აგუნავას ადვოკატი ნინო მჭედლიშვილი.
ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებელი აცხადებს, რომ სასმართლომ დასაბუთებულად შეუფარდა პატიმრობა.
"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთება, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან ბრალდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ. ასევე არსებობდა მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე, ვინაიდან უმრავლესი მოწმე არის ბრალდებულის სანაცნობო წრე. ასევე მიმალვის საფრთხე, ვინაიდან ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და განხორციელდა მისი მოძებნა. გამომდინარე აქედან სასამართლომ დასაბუთებულად შეუფარდა პატიმრობა“,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
გამოძიების ვერსიით მამაკაცმა მსხვერპლი ნაქირავებ ბინაში მოკლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი, მიიმალა და თან მკვლელობის იარაღი დანაც წაიღო. სამართალდამცველებმა 22 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.