„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ახალმმა შტამმა, „ომიკრონმა" დღეს დადასტურებული შემთხვევების ყველა რეკორდი მოხსნა. 7 521 - ერთ დღეში ასეთი რაოდენობის ინფიცირების შემთხვევა ორ წლიანი პანდემიის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა.
„ომიკრონის" არსებული შემთხვევებიდან თითქმის 20% რეინფიცირებულია. ერთადერთი კარგი, რაც ახალ შტამს ახასიათებს - „ომიკრონით" ინფიცირებულების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება.
ახალი შტამი უკვე მოედო მთელ ქვეყანას. თუმცა ყველაზე დიდი წითელი ზონები, დიდი ქალაქებია: თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.
„ომიკრონისგან" დაცვის ყველაზე მაღალი შანსი ბუსტერ დოზით ვაქცინირებულს აქვს. ვაქცინაციასთან ერთად დღეს ყველას პასუხისმგებლობა პირბადის ტარებაა - ეს ექიმების მთავარი სათქმელია. ასევე, რეკომენდაციაა სიმპტომების დაწყებიდან 4-5 დღეში მოხდეს PCR კვლევების ჩატარება.
„ომიკრონი" მარტივად არ ვლინდება და ადრე მიღებულმა უარყოფითმა პასუხმა, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებას ხელი კიდევ უფრო შეუწყოს.