ავარია სანაპიროზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747653558
ბიზნესმენმა და რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ, მიხეილ ხუბუტიამ მოსკოვში ყოფილი მეგობარი ქალი, იულია ვანი დაჭრა.
რუსული მედიის ცნობით, იულია ვანი მრავლობითი მოტეხილობით და უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუბუტიამ თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ნაჯახი ან ჩაქუჩი გამოიყენა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია სისხლის კვალიც. პუტინისტი ბიზნესმენი პოლიციის მისვლამდე, დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში იყო ბუხუტიასა და იულია ვანის საერთო ქალიშვილი.
იულია ვანის თქმით, ხუბუტია მას თვეების განმავლობაში ემუქრებოდა.
ახალი ინფორმაციის თანახმად, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს, გუშინ ხუბუტია პოლიციაში გამოცხადდა და საყვარელ ქალზე ძალადობა აღიარა, მას შინაპატიმრობა შეეფარდა.
როგორც „იზვესტია“ საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ხუბუტია თავად მივიდა გამომძიებელთან აღიარებითი ჩვენებით და სინანული გამოთქვა ჩადენილის გამო.
ბიზნესმენს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პუტინმა უკრაინაში ომის მიზნები დაასახელა
1747576767