ვიქტორ სანიკიძე და მაიკო ბიწაძე შვილის ნათლობის კადრებს გვიზიარებენ
1732567016
მარნეულში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება - გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილია გარდაცვლილი ქალის შვილიც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ირკვევა, რომ სოფელ სადახლოში 50 წლამდე მამაკაცმა ცოლს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„ძალიან მძიმე ამბავია. მამაკაცს ჰქონია ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემები, ადრეც მკურნალობდა. რამდენჯერმე უთქვამს ცოლისთვის ჩვენ ერთ დღეს ერთად მოვკვდებითო, მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა ქალი, რომ მას ქმარი მოკლავდა. შემთხვევას მათი შვილი შეესწრო, ეტყობა მან გვიან ნახა რომ დანით უკლავდა მამა დედას. ბიჭი შეეცადა დედა გადაერჩინა, მის დახმარებას ცდილობდა, მამას წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ უშველა. როგორც მითხრეს, შვილსაც აქვს ცოტა დაზიანებები მიყენებული“, - ამბობს სამირა ბაირამოვა „კვირის პალიტრასთან“.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში მოკლულია ახალგაზრდა ქალი, მკვლელობაში ბრალდებული კი მისი მეუღლეა. დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „გზა გამვლელების თვალწინ ჩაინგრა და ღვარცოფი წამოვიდა“ - ტროპიკული შტორმი კალიფორნიაში
მომავლის ბიჭი, რომელმაც ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლე - მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა
VIDEO: „კარგი ტრიუკი იყო“ - მამულიჩა ლელა წურწუმიას კადრებს აქვეყნებს
„როცა კიდევ ერთი ტოქსიკური ურთიერთობიდან დააღწიე თავი...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე
VIDEO: „საჭმლის კეთებას ვასწავლი“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლის კადრებს აქვეყნებს