პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარედგინა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ხელის თხოვნა ტრიბუნაზე - ცნობილია წყვილის ვინაობა
„მიყვარს ეს საოცარი ბიჭი“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი
„როცა კიდევ ერთი ტოქსიკური ურთიერთობიდან დააღწიე თავი...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე