მომავლის ბიჭი, რომელმაც ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლე - მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა

ნიკოლოზ ხავთასი

სკოლა „ქორალი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ხავთასი გარდაიცვალა.

„დღეს, 20 აგვისტოს, მარადიულ სასუფეველში გავაცილეთ ჩვენი უსაყვარლესი, საუკეთესო, ნიჭიერი, არაჩვეულებრივი მოსწავლე – ნიკოლოზ ხავთასი. იგი გამოირჩეოდა თავისი შესაძლებლობებით, იყო საუცხოო ადამიანი, მომავლის ბიჭი, რომელმაც ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლე და დაგვიტოვა საშინელი, მოუშუშებელი ტკივილი. 

სკოლა ,,ქორალი” უსამძიმრებს მის ოჯახს და იზიარებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. ნიკოლოზის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“. – წერს სკოლა „ქორალი“

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ციხეში უნდა ამოალპო“ - სოციალურ ქსელში ცხოველზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა

„როცა კიდევ ერთი ტოქსიკური ურთიერთობიდან დააღწიე თავი...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

დღეს დენი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

მარნეულში, ცოლის მკვლელობის საქმეზე კაცს ბრალდება წარედგინა