1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიც-მსაჯულებმა ერთხმად, 12 ხმით მიიღეს გადაწყვეტილება და უდანაშაულოდ ცნეს ტაქსის მძღოლი, ამირან ბოკუჩავა.
მას თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. საქმის დეტალებზე ირაკლი ჩომახაშვილი წერს, თუ რა მოხდა რეალურად.
„გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო, ტაქსის მძღოლის საქმეზე დამატებით მოგახსენებთ, რომ 2022 წლის 11 აპრილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს.პ და ლიეტუვის მოქალაქე დ.ჩ, ჩამოფრინდნენ საქართველოში, ისინი ორივენი წარმოადგენდნენ რუსულად მოლაპარაკე პიროვნებებს( დასტურდება მათი დაკითხვით, რუსულად იკითხებიან სასამართლოს წინაშე).
მათი პოზიციის თანახმად, ისინი ტაქსის მძღოლმა ეროვნული, ეთნიკური ნიშნით თავისუფლება აღუკვეთა და ისინი იყვნენ შეშინებულები.
ხოლო ტაქსის მძღოლის განმარტებით, მას ჩაუჯდა ორი რუსულად მოლაპარაკე ტურისტი, რომლებმაც მოსთხოვეს რუსულად საუბარი, ხოლო შემდეგ უკრაინული სიმღერის გამორთვა, ტაქსის მძღოლმა სასტუმროს ნაცვლად, გომბორის ხიდზე დატოვა.
ნაფიცმა მსაჯულებმა არ დაუჯერეს დაზარალებულებს, ვინაიდან, ისინი ამბობდნენ, რომ ობიექტურად არ შეეძლოთ ავტომობილის დატოვება, თუმცა, დადასტურდა რომ უკანა კარის გაღება შესაძლებელია, მათ ჰქონდათ მობილური ტელეფონი და ყველა სხვა საშუალება.
ასევე, დაზარალებულებმა, რუსეთში და ლიტვაში გამგზავრებამდე, მოითხოვეს დაკითხვა ადვოკატების გარეშე, რათა მათ ეშინოდათ დაცვის მხარის, თუმცა, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ისინი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდნენ სხვადასხვა კაფეებში მარტო და არ იყვნენ შეშინებულები.
შესაბამისად, ნაფიცებმა არ დაუჯერეს რუს და ლიეტუველ ტურისტს და დაუჯერეს ტაქსის მძღოლს. რეალურადაც ასე იყო.
რუსული იმპერიალისტური აზროვნებით შეპყრობილი ადამიანები, ვერასდროს გაიმარჯვებენ“,- წერს ირაკლი ჩომახაშვილი.