გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სხდომა იწყება. ესებუა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ბათუმიდან ჩამოიყვანეს. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა,როცა ის პროცესს პირადად დაესწრება. მან წინა სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას თქვა, რომ თავს ასე ვერ დაიცავს.
ბადრი ესებუა ჯიხასკარში 8 თებერვალს აიყვანეს.
ტერორიზმში ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.