„რა კადრებიც გავრცელდა, ეს არის ადამიანის ინსტინქტი, რომ თავი გადაერჩინა...“ - „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენისთვის დაკავებულის ადვოკატი

ამბასადორი

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ბრალი დღეს წარუდგინეს.

დაკავებულის ადვოკატი პაატა გოგოლაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაკავებული ასევე უარყოფს იმ ინფორმაციას, თითქოს დაკავებული სამორინე „ამბასადორს“ სტუმრობდა და თანხა წააგო.

„გამორიცხულია. ის ცალსახად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სადღაც ითამაშა. ამბობს, ელემენტარულად ვისვენებდი და განტვირთვა მინდოდაო. რა კადრებიც გავრცელდა, ეს არის ადამიანის ინსტინქტი, რომ თავი გადაერჩინა. როდესაც აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ყველას გადარჩენისთვის, რატომ შეეცადა მაშინ, რომ აივნიდან თავი დაეცვა?!“, – აცხადებს ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან“.

„არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან…არ იყო ვერიფიცირებული” – სამორინე „ამბასადორი” განცხადებას ავრცელებს

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს.