რა ამბობს თვითმხილველი, რომელმაც დაჭრილი მოზარდი კლინიკაში მიიყვანა

პოლიცია

სისხლიანი გარჩევა არასრულწლოვნებს შორის - სამგორში დაჭრილი 15 წლის ბიჭის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში.

„კურიერთან“ თვითმხილველი ჰყვება, რომ შემთხვევის დროს ადგილზე 20-მდე მოზარდი იყო.

„შიგნით არ შევსულვარ, ბევრნი იყვნენ გარაჟში. მანქანა აქ მეყენა და ამით წავიყვანე. მე გადავიყვანე კლინიკაში, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. შეგვეშინდა, რომ არ მომკვდარიყო. ორი ჭრილობა ჰქონდა გულის მხარეზე და მუცელში, დანით.

დააკავებენ ალბათ მაგის გაგებას რა უნდა, იმდენი ბავშვი იყო აქ, 20 ბავშვი იყო“,- ამბობს თვითმხილველი. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები - ჩხუბიც სკოლის მიმდებარედ მოხდა.