უკავშირდება თუ არა ძმები კაკულიების დაკავება არაყიშვილის ქუჩაზე სროლას - ახალი დეტალები

დაჭრა

ძმები კაკულიები გუშინ, გვიან ღამით ორთაჭალაში ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მათი სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა.

ცნობილია, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა სახლი გაჩხრიკეს და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, გამოძიება, სავარაუდოდ, სწორედ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ვრცელდება დაკავების რამდენიმე ვერსიაც, ერთ-ერთი მათგანის თანახმად, კაკულიები, რომლებიც მანამდე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან იყვნენ დაკავშირებული, ამჯერად, შესაძლოა, არაყიშვილზე მომხდარ ინციდენტთანაც იყვნენ კავშირში.

ცნობისთვის, ​შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩაზე დღის 5 საათზე მოხდა. მოპედით მოძრავმა ორმა პირმა 2 ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია გაისროლა.

სავარაუდო დამნაშავეებმა 25 წლამდე ასაკის ორივე მამაკაცი დაჭრეს და დანაშაულის ადგილი დატოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს.