,,სკოლებთან ვიღაც ტიპები მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ..." - ვრცელდება გამაფრთხილებელი პოსტი

ბავშვები

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ნიკუშა კაკილაშვილი მშობლებისთვის გამაფრთხილებელ პოსტს ავრცელებს.

მისი თქმით, სკოლებთან, უცხო პირები მოსწავლე გოგონებს ხვდებიან და სახლამდე მიყვანას სთავაზობენ.

,,სკოლებთან ვიღაც ტიპები მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ, სხვადასხვა მოტივით. ერთ-ერთია, რომ მშობლების ახლობლები არიან.

მშობლები გაგვაფრთხილეს და თქვენ გაფრთხილებთ, შვილებს გაესაუბრეთ. ბოლო სამ დღეში მეოთხე ასეთი შემთხვევის შესახებ გავიგე. მანიაკი, მანიაკიო, მაგრამ ეს უფრო ორგანიზებულ ჯგუფს ჰგავს. არ ვიცი რა მიზნები აქვთ, ჩვენ ჩვენი შიშები და მოსაზრებები გვაქვს 90-იანებში გაზრდილებს.

ვარაუდია, დარწმუნებით არაფერს ვამბობ. მოკლედ, ბავშვებთან უფრო ყურადღებით იყავით. და ყვირილი ასწავლეთ. ყვირილი არაა სირცხვილი, როცა საჭიროა. (გადააზიარეთ მაქსიმალურად)", - წერს ნიკუშა კაკილაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პოსტის კომენტარების ქვეშ მშობლები წერენ, მსგავსი ფაქტები უკვე რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა, მათ შორის, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

ცნობისთვის, ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა. ამავე ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.