პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 26 წლის ქართველი სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. ორგანიზაცია "საფარის" იურისტი თამარ ლუკავა ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი ქმარს სახლში ჰყავდა გამოკეტილი და მას ყოველგვარ კომუნიკაციას უკრძალავდა.
ლუკავა ერთ-ერთი ბოლო იყო, ვისაც ძალადობის მსხვერპლი ქალი საქართველოში დაუკავშირდა და შველა სთხოვა.
„ქმარს გამოკეტილი ჰყავდა, ჩამოართვა ტელეფონი და აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია. მან სხვა პლანშეტით მოახერხა ჩემთან დაკავშირება და ითხოვდა შველას. სამჯერ მოვახერხეთ, რომ აქედან ჩაგვერთო პოლიცია. ქმარი კვირას დააკავეს. ეს თავად მომწერა. მას შემდეგ კონტაქტი გაწყდა და ორი დღე კავშირზე აღარ გამოსულა. როგორც ჩანს, ქმარი გაათავისუფლეს და მან მაინც მოახერხა მკვლელობა", - გვითხრა ორგანიზაცია "საფარის" იურისტმა, თამარ ლუკავამ.