უკრაინაში რუსეთმა დაახლოებით 29 600 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 25 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 600 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით, 150 რუსი ჯარისკაცით მეტია.

სამინისტროს ინფორმაციითვე, რუსული მხარის დანაკარგი, ასევე, მოიცავს 1315 ტანკს, 3235 ჯავშანმანქანას, 617 საარტილერო სისტემას, 201 სარაკეტო სისტემას, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 206 თვითმფრინავს, 170 ვერტმფრენს, 502 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატს, 114 ფრთოსან რაკეტას, 13 ერთეულ გემს/კატერს, 2225 საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 47 სპეცტექნიკას.