პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბელა ძამსაშვილის მკვლელობა - 2014 წლის 6 მარტს, რუსთავში კიდევ ერთი ფემიციდის ფაქტი მოხდა.
განქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 51 წლის ოლეგ შუბითიძემ მრავლობითი ჭრილობა ყოფილ მეუღლეს, 37 წლის ბელა ძამსაშვილს მიაყენა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, გაქცევის ნაცვლად, მან დაჭრილის დახმარება სცადა და პოლიციასა და სასწრაფოს თავად გამოუძახა. შუბითიძე ადგილზევე დააკავეს, ძამსაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
განაჩენი ოლეგ შუბითიძეს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა.
ამ ინფორმაციას პროექტი "ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი" ავრცელებს:
საქმე #1-252-14 - მოსამართლე მაკა გველესიანი
განზრახ მკვლელობისთვის სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 118-108 მუხლების თანახმად, თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადის აღკვეთით განისაზღვრება.
სასამართლომ განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინა, რომ:
"ოლეგ შუბითიძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად და არ არის ნასამართლევი, უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას." - აღნიშნული იყო განჩინებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, შუბითიძეს 8 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა.
ოჯახის პოზიცია მომხდარ ტრაგედიაზე
ნინო შუბითიძემ, მკვლელის რძალმა მკვლელობის მიზეზებზე არ ისაუბრა, მაგრამ დაადასტურა, რომ მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა.
"მე არ ვიცი ამბის დეტალები, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ოლეგს ნამდვილად არ მოსწონდა და აწუხებდა ის ფაქტი, რომ ყოფილმა ცოლმა გვერდით კორპუსში იქირავა ბინა.
ძალიან ანერვიულებდა ბელას ცხოვრების სტილი და ის ჭორები, რაც მის შესახებ დადიოდა. ის განაგრძობდა ზრუნვას თავის ოჯახზე. მარკეტში გამყიდველი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ პროდუქტები ბელასთვის ნისიად გაეტანებინათ და მერე თვითონ გადაუხდიდა.
ჩემი მაზლი ძალიან კარგი და მზრუნველი მამაა. ბავშვები ყოველთვის დადიან პაემნებზე მასთან ციხეში და ხანდახან, როცა შესაძლებლობა ეძლევათ, რჩებიან კიდეც მასთან. მათ ძალიან უყვართ მამა." - ამბობდა ის.
შუბითიძე და ძამსაშვილი 2004 წელს დაქორწინდნენ და ერთად ცხოვრობდნენ რუსთავში 2013 წლის ნოემბრამდე.
მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ, ხოლო პირველი ქორწინებიდან ძამსაშვილს ქალიშვილი ჰყავს, ხოლო შუბითიძეს ქალ-ვაჟი.
მისი პირველი მეუღლე სიმსივნით გარდაიცვალა, როცა მათი გოგონა ჯერ ისევ ახალშობილი იყო.
გარდაცვლილის ქალიშვილს კი ბებია ზრდის, ბელა ძამსაშვილის დედა. მან შვილის სიკვდილის შემდეგ შვილიშვილი თან წაიყვანა სოფელში, საგარეჯოს რაიონში.