“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს, სადაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „კომისიის მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია დამოუკიდებლობის ისტორიაში, რადგან როდესაც რეჟიმი მარცხდება, აუცილებელია მისი სახელდება, მისი ფუნქციონირების მექანიზმის და ამ მექანიზმის მოქმედებისათვის საჭირო ჭანჭიკების როლის დადგენა“.
ოდიშარია ასევე აღნიშნავს, რომ „პოლიტიკურად გამოფიტული და მორალურად ატროფირებული რეჟიმისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ეს იყო მაშველი რგოლიც კი, რადგან ამით შეძლეს ოპოზიციის გაჩუმება და ხალხში განცდის ჩანერგვა, თითქოს გადაგვარჩინეს, შემდეგ გვაზეიმეს კიდეც აგვისტოს ომი და მოგებულებად გამოგვიყვანეს, როდესაც თავად, ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირველმა ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლიო წერია და ქართულ ჯარს ომის დანაშაული დააბრალეს. ამიტომ, ყალბი ნარატივი, თითქოს ნაცების რეჟიმის წარმომადგენლების გამოკითხვა აგვისტოს ომზე ნიშნავს ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას, მხოლოდ მავნებლური პროპაგანდაა“.
მისივე თქმით, ისტერია, რომელიც კომისიის მუშაობამ გამოიწვია ნაც და ნეოლიბერალურ ბაბლებში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის აუცილებლობას.
„პარლამენტში მოქმედი საგამოძიებო კომისიის მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია დამოუკიდებლობის ისტორიაში, რადგან როდესაც რეჟიმი მარცხდება, აუცილებელია მისი სახელდება, მისი ფუნქციონირების მექანიზმის და ამ მექანიზმის მოქმედებისათვის საჭირო ჭანჭიკების როლის დადგენა, რადგან შესაძლებელი გახდეს სამართლიანობის აღსრულება, შერიგება და დეპოლარიზაცია. სოციალური სამართლიანობის ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი არის “სიმართლის კომისია”, რომელიც იქმნება, როდესაც პოლიტიკური რეპრესიების თუ დიქტატურის შემდეგ ხდება რეჟიმის ცვლილება და აუცილებელია დადგენა, როგორ და რაში გადაამეტეს უფლებამოსილებას და ადამიანის რა უფლებები დაარღვიეს ამ რეჟიმებმა. ასეთი კომისია იძიებდა სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდს, არგენტინაში სამხედრო დიქტატურას, ჩილეში პინოჩეტის რეჟიმს და ა.შ. ჩვენ კონტექსტში კი ნაცების რეჟიმი იყო აპარტეიდიც, პინოჩეტიც და ჰოლოკოსტიც. კომისიის გაშავების მიზნით საუბარი იმაზე, რომ ის ახდენს ქვეყნის დადანაშაულებას ომის დაწყებაში და არა მაშინდელი მთავრობის ბრძანების გამცემი მაღალჩინოსნების და მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამოკვლევას, არის აბსურდი და მიზანმიმართული სიცრუე.
ქვეყანამ დაიწყო ომი, ნიშნავს, რომ ამის სრული კონსენსუსი არსებობდა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, რომ ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა საკუთარი არჩეული მთავრობისადმი, რაც 2008 წელზე სრულად საპირისპიროა; პოლიტიკურად გამოფიტული და მორალურად ატროფირებული რეჟიმისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ეს იყო მაშველი რგოლიც კი, რადგან ამით შეძლეს ოპოზიციის გაჩუმება და ხალხში განცდის ჩანერგვა, თითქოს გადაგვარჩინეს, შემდეგ გვაზეიმეს კიდეც აგვისტოს ომი და მოგებულებად გამოგვიყვანეს, როდესაც თავად, ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირველმა ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლიო წერია და ქართულ ჯარს ომის დანაშაული დააბრალეს. ამ მოცემულობის შემოსატრიალებლად სტრასბურგის სასამართლოში ისევ ქართულ ოცნებას და მიმდინარე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მოუწია ბრძოლა, რომ ოკუპანტი რუსული მხარე დამნაშავედ ეცნოთ.
ამიტომ ყალბი ნარატივი, თითქოს ნაცების რეჟიმის წარმომადგენლების გამოკითხვა აგვისტოს ომზე ნიშნავს ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას, მხოლოდ მავნებლური პროპაგანდაა, ემსახურება ნაცების ჩადენილის დაფარვას და სააკაშვილის საქართველოსთან გათანაბრების მცდელობაა. ისტერია, რომელიც კომისიის მუშაობამ გამოიწვია ნაც და ნეოლიბერალურ ბაბლებში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის აუცილებლობას. ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენა იმის შესახებ თუ რა დანაშაულები ჩაიდინა ნაცების რეჟიმმა, გარდა ისტორიული სამართლიანობის დაფიქსირებისა, იმისთვისაცაა საჭირო, რომ მსგავსი ტრაგედიის განმეორების პრევენცია მოხდეს.“-წერს ბაჩო ოდიშარია. შეყვანის ღილაკი