ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი ყველაზე წარმატებული იქნება
1731779211
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთანდილ გალდავა კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმთაიმსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
გალდავას ადგილას კი გრიგოლ ბესელია დაიკავებს.
პოლკოვნიკი 40 წლის გრიგოლ ბესელია, მანამდე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო.
რაც შეეხება გალდავას,მ ის სახელს უკავშირდება ბადრი ესებუას საქმე.
სწორედ ის ხელმძღვანელობდა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მიმდინარე სპეცოპერაციას. იგი მაშინ სამხარეო პოლიციის უფროსი იყო.
როდესაც თავდამსხმელმა შენობა მძევლებთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც ესებუას სხვა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა.
ასევე, სწორედ მან მიუტანა ბადრი ესებუას ნახევარი მილიონი დოლარი. ბადრი ესებუა დღემდე იძებნება.