პოლიციამ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 3 ადამიანი

სამართალდამცველები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებროღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 3 პირი დააკავეს და 2 ამხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული დ.ჩ. ცეცხლსასროლიიარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიისმუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისისაცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდინივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვ.ჭ. მარტვილში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალისმართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ავტომობილიდან,რომლითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო პისტოლეტი და38 ვაზნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოსთანამშრომლებმა 1954 წელს დაბადებული რ.ე. და 1967 წელს დაბადებული ი.გ.,სხვადასხვა დროს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოშეძენა-შენახვაში ამხილეს. სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში, რ.ე.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: 2 შაშხანა, 152 ვაზნა და 4 ამფეთქ-დეტონატორი, ხოლოი.გ.-გან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის კონსტრუქციისპისტოლეტი და ვაზნები.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისდეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1998 წელს დაბადებული მ.ხ.ქუთაისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითდააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ჩხრეკისშედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოშეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

შემზარავი ფაქტი - მეცხრეკლასელ გოგონას თანაკლასელმა ბიჭებმა მარიხუანა იძულებით მოაწევინეს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მასზე სექსუალურად იძალადეს

მკვლელობა ჯართის გამო - კახეთში მომხდარ შემთხვევაზე სავარაუდო ბრალდებულის მეუღლე საუბრობს