გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და ორი ადამიანი, მათ შორის საკუთარი შვილი დაჭრა.
მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ოჯახი, მამაკაცის მხრიდან თავდაცვაზე საუბრობს.
მამაკაცის მეუღლე ამბობს, რომ გარდაცვლილმა და მისმა ძმამ, მის მეუღლეს ქვით თავი გაუტეხეს და დაუნდობლად სცემეს.
„ფეხქვეშ გაიგდეს, ქვით თავი გაუტეხეს, სისხლი სდიოდა. ახლა არც ვიცი, ცოცხალია, თუ არა, ვერ პოულობენ“,- ამბობს მეუღლე.
წარსულში ნასამართლევ ი. გ-ს, რომელმაც სავარაუდოდ, რამდენიმე გასროლა სანადირო თოფიდან განახორციელა, პოლიცია ამ დრომდე ეძებს. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს, მამაკაცის ნათესავები და მეუღლე.
შემთხვევა, სოფელ აკურაში , 21 მაისის ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი ძმა, სავარაუდო ბრალდებულს ჯართის გამო ედავებოდნენ.
ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ერთი ახალგაზრდა, დაჭრა გარდაცვლილის ძმა და შემთხვევით, საკუთარი შვილიც.
მცირე დაზიანება აქვს მიღებული, გარდაცვლილის დედასაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით დაიწყო.