ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
შიდა ქართლში მეცხრეკლასელ გოგონას თანაკლასელმა ბიჭებმა მარიხუანა იძულებით მოაწევინეს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მასზე სექსუალურად იძალადეს.
არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ამ წუთებში ფსიქოლოგთან იმყოფება.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოზარდი სოციალურმა მუშაკებმა ბიოლოგიური ოჯახიდან თავშესაფარში გადაიყვანეს.
"რამდენიმე საათია, რაც სახლიდან სოციალურმა მუშაკებმა გაიყვანეს და როგორც ვიცით, თავშესაფარში გადაიყავნეს. მეტი არაფერი ვიცით..." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სავარაუდო დამნაშავის დედა ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და არც ვიდეოჩანაწერი უნახავს.
„გაურკვევლობაში ვარ, გიჟს ვგავარ, მკვდარი დავდივარ, იმიტომ, რომ მართლა არ ვიცი. ხომ შეიძლება რომ ვნახო, დედა ვარ. არაფრის საქმის კურსში არ მაყენებენ. რომ მოვითხოვე ჩანაწერი, ვიდეო, მე არ მაჩვენეს. არ გინდა რომ ნახოო, მეუბნება მასწავლებელი.
არ ვიცი, რატომ არ მინდა, ჩემი შვილი იძახის არაფერია იმ ჩანაწერში ისეთი, რომ… ბულინგი, სხვა არაფერი. მსოფლიო ჩემპიონატზე გადიოდა და ვერ იჩხუბა, ბავშვი მკვდარი იყო ჩემპიონატზე. არ არის დაკავებული, – ამბობს ქალი „ტვ პირველთან“ საუბრისას.
საქმეში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, რომელიც "პრაიმტაიმთან" აცხადებს, რომ მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე კომენტარს ვერ აკეთებენ.
გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 20 მაისს, 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.