პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაკავებული სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი "რუსული მმართველობის წინააღმდეგ იბრძოდა" და მასზე შური იძიეს.
გოგაშვილის შვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
„შესაძლებელია, განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც და იმედი მაქვს, რომ ყველა გვერდში დაგვიდგება, რომ ვიბრძოლოთ ამ რუსული მმართველობის წინააღმდეგ და სწორედაც, მამაჩემი რომ იბრძოდა რუსული მმართველობის სქემის წინააღმდეგ, ამიტომ განახორციელა "ქართულმა ოცნებამ", ანუ რუსულმა ოცნებამ მამაჩემის წინააღმდეგ შურისძიება," - განაცხადა ნინი გოგაშვილმა.
ბრალდებულის ცოლი კი ამბობს, რომ ქმრის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ყველა კანონიერი გზით ბრძოლას აპირებს.
„პირობას ვაძლევ - ხომ მომცეს საჩუქარი, მეც პირობას ვაძლევ, რომ ვალში არ დავრჩები, საჩუქარს გავუგზავნი. [მათ საჩუქარში] ვგულისხმობ იარაღებს, ჩაუდეს იარაღები. მე იარაღი ხომ არ მაქვს და ბრძოლას ვაპირებ," - განაცხადა თეა მარტყოფელაშვილმა.
სოსო გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის-ფაქტებზე წარუდგინეს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს.