პაციენტი მკურნალობს და მისი ტრანსპორტირება რა თქმა უნდა საფრთხეებთან იყო და არის დაკავშირებული - ნადირაძე სააკაშვილზე

ნინო ნადირაძე

[მიხეილ სააკაშვილს] პარასკევს ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია. ნევროლოგმა აღნიშნა გამოხატულად უარყოფითი დინამიკა. დაინიშნა დამატებითი კვლევები, რომელიც დღეს და ხვალ ჩატარდება. მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება ამ კვლევების საფუძველზე, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ჩვენ აქამდე არც ერთხელ არ მიგვიცია მისი ტრანსპორტირების ნებართვა. პაციენტი მკურნალობს და მისი ტრანსპორტირება რა თქმა უნდა საფრთხეებთან იყო და არის დაკავშირებული და ჩვენ ასეთ პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე ვერ ავიღებთ“, - აღნიშნა ნადირაძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.