პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ე.წ. სუსის კრებსების საქმეზე პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ძმა დაზარალებულად ცნო - მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო მოსმენების საქმეზე,- წერს თორნიკე მამალაძე
შეგახსენებთ, რომ სუსის სკანდალური კრებსები, რომლითაც დასტურდება, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს, დაახლოებით 1 წლის წინ გასაჯაროვდა.
პროკურატურამ ბოლო პერიოდში დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა ჟურნალისტებსა, სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებსაც.
ცნობისთვის, გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. იმავე წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.