სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, შვილების გაუპატიურების და მკვლელობის მუქარა - უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი ალაპარაკდა

ყვითელი ლენტი

სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, შვილების გაუპატიურების და მკვლელობის მუქარა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი - უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი ”კურიერს” უყვება, რომ მეგობარი მამაკაცისგან წამებას 3 თვე შიშის გამო იტანდა.

ქალმა პოლიციას მომხდარი მხოლოდ მას შემდეგ უამბო, რაც მოძალადემ ინტიმური ფოტოები მის შვილებს და ნათესავებს სოციალურ ქსელში გაუგზავნა. მსხვერპლი ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მოძალადე კი ციხეში. დაზარალებული დეტალურად ჰყვება, როგორ სცემდა მამაკაცი, რომელიც სოციალური ქსელით გაიცნო და დაუმეგობრდა.

მტკიცებულებების მიუხედავად, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

სასამართლო საქმის არსებით განხილვას რამდენიმე დღეში დაიწყებს. გამოძიება დაკავებულს 7 მუხლით ედავება.

უმძიმესი საქმე ერთადერთი არაა, რომლის განხილვაც ქართულ სასამართლოებში მიმდინარეობს. უფლებადამცველები ქალთა მიმართ ძალადობის მძიმე სტატისტიკაზე საუბრობენ. მსხვერპლ და პოტენციურ მსხვერპლ ქალებს კი, დახმარებას ჰპირდებიან.

35 წლის მამაკაცს, რომელიც მეგობარ ქალზე ინტენსიურად ძალადობდა, 9 წლიანი სასჯელი ელის. მისი საქმის არსებით განხილვას სასამართლო 22 აგვისტოს დაიწყებს.