1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში, ბრალდებულმა მეზობელ ქალს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.
ამავე ცნობით, პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულის მიმართ დაინიშნება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.