1728499899
ოპერატორის მკვლელობის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია
ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ მოკლული ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის ოჯახმა მსახიობთან შეთანხმებას მიაღწიეს. ცნობილია, რომ საქმე დაიხურება. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, გარიგების დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მეთიუ ჰატჩინსი აპირებს გახდეს Rust-ის აღმასრულებელი პროდიუსერი, ამასთან, გადაღებების დასრულება იგეგმება.
„Rust-ის გადაღება, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი ახლა მე ვიქნები, განახლდება ყველა მთავარ მოთამაშესთან ერთად 2023 წლის იანვარში. მე არ ვარ დაინტერესებული ბრალდებებით ან ვინმეს (პროდიუსერების ან მისტერ ბოლდუინის) დადანაშაულებით. ჩვენ ყველანი ვგრძნობთ, რომ ჰალინას სიკვდილი იყო საშინელი შემთხვევა“, - თქვა მეთიუ ჰაჩინსმა.
ალეკ ბოლდუინის ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და მეორე მხარე ცდილობდნენ იპოვონ გამოსავალი, რომელიც საუკეთესო იქნებოდა გარდაცვლილი ჰალინას შვილისთვის.