პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მკვლელებისა და მათი ჩადენილი დანაშაულების მოსმენისას ადამიანებს შიშისა და დაუცველობის განცდა იპყრობთ. ეს შეგრძნებები განსაკუთრებით მძაფრდება მაშინ, როდესაც სასტიკ ქმედებებს ბავშვები სჩადიან.
ნახეთ ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები:
ჯონ ვენაბლსი და რობერტ ტომსონი, 10 წლის
ჯონ ვენაბლსი და რობერტ ტომსონის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობა 1993 წლის 12 თებერვლით თარიღდება.
მოქმედებების შემდეგნაირად განვითარდა:
2 წლის ჯეიმს ბულგერის დედა მაღაზიაში რამდენიმე წუთით შევიდა. შვილი კი გარეთ დატოვა და მკაცრად გააფრთხილა ადგილიდან არ განძრეულიყო. თუმცა, მაღაზიიდან გამოსულ დედას ბავშვი ადგილზე აღარ დახვდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვენაბლსმა და ტომსონმა პატარა ჯეიმსი რკინიგზაზე წაიყვანეს, სადაც ის ქვებისა და რკინის მავთულების გამოყენებით სცემეს. მიღებული ტრავმების შედეგად, ბავშვი გარდაიცვალა.
დანაშაულის დასამალად ვენაბლსმა ჯეიმსს ლურჯი საღებავი დაასხა და მატარებლის რელსებზე დააწვია, რათა მომხდარი უბედურ შემთხვევად წარმოეჩინა.
დანაშაული მაღაზიასთან დამონტაჟებული ვიდეო კამერების წყალობით გაიხსნა. ასევე ცნობილი გახდა, რომ იმ დღეს ბიჭებმა სკოლა გააცდინეს. გარდა ამისა, გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნახეს, თუ როგორ მიჰყავდა 2 მოზარდს ატირებული ბავშვი ძალით. მაგრამ, გამვლელებს ბიჭები უხსნიდნენ, რომ ის მათი უმცროსი ძმა იყო, რომელიც სახლიდან გამოიპარა და ახლა უკან მიჰყავდათ.
როდესაც პოლიციამ ბიჭების სახლები დაათვალიერა, ჯონის ქურთუკზე ლურჯი საღებავის კვალის გარდა, რობერტის ფეხსაცმელზე ჯეიმსის სისხლიც აღმოაჩინა. მოსამართლის მიერ დანიშნულმა ფსიქიატრებმა განაცხადეს, რომ ორივე დამნაშავეს კარგად ესმოდა განსხვავება სიკეთეს და ბოროტებას შორის. მათ ასევე აღნიშნეს, რომ არცერთი მათგანი არ იყო სოციოპათი. მაგრამ, ექიმებმა ვერაფრით შეძლეს ამ არაადამიანური დანაშაულის მიზეზის ახსნა, რომლის მოტივი დღემდე უცნობია.
სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 1993 წ. გაიმართა და თითოეულ დამნაშავეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2010 წლის მარტში ვენაბლსი ისევ ციხეში მოხვდა, ვადამდელი გათავისუფლების წესების დარღვევის გამო. მეორე მკვლელის ადგილსამყოფელი ბრიტანეთის ხელისუფლებას გასაიდუმლოებული აქვს.
კიდევ ერთი მცირეწლოვანი დამნაშავე მერი ფლორა ბელია. მან მკვლელობა 11 წლის ასაკში ჩაიდინა
პირველი დანაშაული მერიმ 1968 წელს, დაბადების დღის წინა დღეს ჩაიდინა. მან 4 წლის მარტინ ბრაუნი მოკლა და მეორე დღეს 11 წლის გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ, მერიმ, თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, კიდევ ერთი პატარა მოკლა. პოლიციის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ მცირეწლოვანი მკვლელი დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა, რომ მსხვერპლის სხეულზე მაკრატლით „M"– ამოეტვიფრა.
მერი, ნიუკასლის უბანში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დედა მეძავად მუშაობდა და როცა სამუშაოზე მიდიოდა, ბავშვები უყურადღებოდ რჩებოდნენ. მერის ანგელოზური გარეგნობა საერთოდ არ ეწყობოდა მის აგრესიულ ბუნებას – ნათესავების საჩუქრებს ის ხევდა და ამტვრევდა. ხოლო სკოლაში, სხვა ბავშვების მიმართ, აგრესიას გამოხატავდა.
მერი ფლორას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში მხოლოდ 12 წელი გაატარა და ამნისტიით გამოვიდა. მან გათავისუფლების შემდეგ, სახელი შეიცვალა, ბავშვი გააჩინა და საცხოვრებლად, ჟურნალისტებისგან შორს, პროვინციაში გადავიდა.