15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1728934080
მთელი საქართველო ელოდება, რას იტყვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ თბილისში დაკარგული 12 წლის გოგონა, წუხელ საკუთარი სახლიდან 200-ს მეტრში გარდაცვლილი იპოვეს.
ტერიტორია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებითა და ავტოფარეხებითაა გარშემორტყმული. არასრულწლოვანს ყელზე მცირე დაზიანებებიც აქვს, ამიტომ პირველი ვერსია ყველასთვის ძალადობა და მკვლელობა იყო. სისხლის სამართლის საქმეც განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა ეს მუხლი შესაძლოა შეიცვალოს.
მეორე ვერსია ასფიქსიაა. ცხედართან ახლოს ნაპოვნია ე.წ. მშრალი სუპი, რომელსაც შესაძლოა სასუნთქი გზების დაცობა გამოეწვია. სუნთქვის შეჩერებიდან 5-6 წუთის შემდეგ კი, ასფიქსია ყველა შემთხვევაში სიკვდილით სრულდება.
ანა იანუშაიტიტეს დიდ დიღომში გუშინ 5 საათის განმავლობაში ეძებდნენ, პოვნის შემდეგ კი სასწრაფო დახმარება უშედეგოდ ცდილობდა ბავშვის გულის ამუშავებას. ცხედართან იყო დაგდებული გოგონას მობილური ტელეფონი და ჩიფსის ცარიელი პარკი.
საღამოს 10-ის ნახევრიდან 12 წლის მოზარდთან კავშირი გაწყდა. ანა იანუშაიტიტე ოჯახს ცოცხალი აღარ უნახავს, პოლიციამ მოზარდი პეტრიწის ქუჩის ბნელ ადგილას, ღამის 2 საათზე გარდაცვლილი იპოვა. სამართალდამცველებს არასრულწლოვნის სხეული თბილი დახვდათ, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა ბავშვის გულის ამუშავება ვერ შეძლეს. უმძიმეს ტრაგედიამდე გოგონა დეიდაშვილთან ერთად სასეირნოდ საღამოს 9 საათზე გავიდა, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა.
12 წლის მოზარდი გარდაცვალებამდე ერთ-ერთმა ადგილობრივმა ღამის 11 საათზე, სკვერში ნახა და ბოლო კომუნიკაციაც სწორედ იქ შედგა.
არასრულწლოვნის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში დღესვე გადაასვენეს. სპეციალისტებს გვამის გაკვეთის უფლება ოჯახმა არ მისცა, თუმცა გარეგანი დათვალიერებით, ბავშვს ყელის არეში სილურჯე აღენიშნებოდა, მისი ტანსაცმელი კი დაზიანებული იყო. საქმეში ნივთიერი მტკიცებულების სახით დევს 12 წლის ანას მობილური ტელეფონი, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ცხედართან იპოვეს.
შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყება ახლა კიდევ ერთ ვერსიაზე - სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენით გამოწვეულ ასფიქსიაზე მუშაობს. "კურიერის" ინფორმაციით, საუბარია, ერთ-ერთი კომპანიის მშრალ სუპზე, რომელსაც მოზარდი გზად მიირთმევდა და გადაცდენამ საბოლოოდ ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია. დილიდან ვრცელდებოდა სხვა ვერსიებიც. თვითმხილველები სავარაუდო ძალადობაზე, ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანების გამო მიუთითებდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში უკვე გამოიკითხა გარდაცვლილი ბავშვის დეიდაშვილი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
შსს ექსპერტიზის ბიუროს პირველად დასკვნას ელოდება. თუ ასფიქსია დადასტურდება, საგამოძიებო უწყება, სავარაუდოდ კვალიფიკაციას შეცვლის.