„მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა...“ - ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 19 წელი მიესაჯა

დანაშაული

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში, წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 25 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

„უყურადღებოდ არ დატოვოთ გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანების რჩევები“ - იანვრის რომელი რიცხვიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები

Exclusive: „დედამისს 3 შვილი ესპანკათი დაეღუპა“ – ვინ იყო WHO-ს პირველი ქართველი ეპიდემიოლოგი, რომელიც ქოლერას და სხვა საშიშ ვირუსებს ებრძოდა

PHOTO/VIDEO: როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეუღლეს იუბილე