პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენთვის უცნობია ინფორმაციის გასაჯაროების პირველადი წყარო, შესაბამისად, მოვუწოდებთ ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელ ყველა პირს, ასევე მედიას, თავი შეიკავონ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროებისაგან და უზრუნველყონ აღნიშნული ჩანაწერების აღება საჯარო სივრციდან, - ამის შესახებ ნათქვამია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“გავრცელებულ განცხადებაში.
„2022 წლის 22 იანვარს მედიაში ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საუბრის ჩანაწერები გავრცელდა, რაც წარმოადგენს მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმეში. აღნიშნული ჩანაწერები აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას ბავშვის შესახებ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ბავშვისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია აღნიშნული კომუნიკაციის აუდიო ჩანაწერების გასაჯაროება, რაც უპირველეს ყოვლისა, ზიანს აყენებს დაზარალებულთა, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესებს და იწვევს მათ მეორეულ ვიქტიმიზაციას.
ჩვენთვის უცნობია ინფორმაციის გასაჯაროების პირველადი წყარო, შესაბამისად, მოვუწოდებთ ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელ ყველა პირს, ასევე მედიას, თავი შეიკავონ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროებისაგან და უზრუნველყონ აღნიშნული ჩანაწერების აღება საჯარო სივრციდან.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის (5 ეპიზოდი) საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
აღნიშნულის საქმის განხილვა არაერთხელ გადაიდო ბრალდებულის მიზეზით. შემდგომი სხდომა ჩანიშნულია 2022 წლის 16 თებერვალს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომები საჯაროა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.